Behance
Grapevine სერვისები
სერვისები

ყველაფერი, რაც თქვენს ბრენდს ქაოსის დალაგებასა და ზრდაში ეხმარება.

ჩვენ მხოლოდ ცალკეულ მომსახურებას არ გთავაზობთ, არამედ ვქმნით ერთიან სისტემას, სადაც თითოეული სერვისი თავის როლს ასრულებს თქვენი ბრენდის განსავითარებლად.

ბრენდინგი
ბრენდინგი

ბრენდინგი

ბრენდინგი და ლოგოს დიზაინი არის პროცესი, რომლის დროსაც იქმნება უნიკალური იდენტობა კომპანიისთვის, პროდუქტისთვის ან სერვისისთვის.

ეს მოიცავს არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტებს (როგორიცაა ლოგო და ფერები), არამედ კომპანიის ღირებულებების, ხედვისა და დაპირების ჩამოყალიბებას. ეფექტური ბრენდინგი ეხმარება ბიზნესს, გამორჩეული გახდეს კონკურენტებისგან, მოიზიდოს სამიზნე აუდიტორია და შექმნას ძლიერი ემოციური კავშირი მომხმარებლებთან.

მარკეტინგული სააგენტო Grapevine გთავაზობთ სრულყოფილ ბრენდინგ სერვისებს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ მყარი და დასამახსოვრებელი ბრენდი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი ბრენდინგი? ის განასხვავებს თქვენს ბიზნესს, ზრდის ცნობადობასა და ნდობას, ამყარებს მომხმარებელთა ლოიალობას, ხელს უწყობს გაყიდვებს და იზიდავს საუკეთესო კადრებს.

რას მოიცავს
  • ბრენდის იდენტობა
  • ვიზუალური და ვერბალური ჩარჩო
  • ტონი და ხმა
  • გაიდლაინები
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა ლოგოსა და ბრენდინგს შორის?

ლოგო ბრენდის ერთი ნიშანია. ბრენდინგი კი მთლიანი სისტემაა: პოზიციონირება, ტონი, ფერები, ტიპოგრაფია და წესები, რომლითაც ეს ყველაფერი ერთნაირად გამოიყენება ყველა არხში. ლოგო ბრენდბუქის გარეშე სწრაფად „იშლება“.

რამდენ ხანს გრძელდება ბრენდინგის პროექტი?

სრული ბრენდინგი (კვლევა, პოზიციონირება, ვიზუალური იდენტობა, ბრენდბუქი) ჩვეულებრივ 4-8 კვირას იკავებს. მხოლოდ ლოგო და ბაზისური სტილი უფრო სწრაფად კეთდება.

რას ვიღებ პროექტის ბოლოს?

ლოგოს ყველა საჭირო ფორმატში, ფერთა და შრიფტების სისტემას, ბრენდბუქს გამოყენების წესებით და საბაზისო მასალებს (სავიზიტო, სოციალური მედიის შაბლონები, პრეზენტაციის სლაიდი).

როდის სჭირდება ბიზნესს რებრენდინგი?

როცა ბრენდი აღარ შეესაბამება იმას, რასაც კომპანია დღეს აკეთებს: შეიცვალა აუდიტორია, პროდუქტი ან ბაზარი, ან ვიზუალი კონკურენტებს ერევა. რებრენდინგი ყოველთვის სრულ ცვლილებას არ ნიშნავს — ხშირად განახლება საკმარისია.

მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.

ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ