
მობილური აპლიკაცია
მობილური აპლიკაციის შექმნა ბრენდს პირდაპირ მომხმარებლის ჯიბეში ამყოფებს.
პროდუქტის ლოგიკიდან გამოშვებამდე — ვგეგმავთ, ვაპროექტებთ და ვამუშავებთ iOS და Android აპლიკაციებს, რომლებიც მოსახერხებელია და თქვენს არსებულ სისტემებთან ინტეგრირებული. UX/UI დიზაინი და დეველოპმენტი ერთ პროცესად მიდის.
- პროდუქტის ლოგიკა
- UX/UI დიზაინი
- iOS და Android დეველოპმენტი
- ინტეგრაციები
რა ღირს მობილური აპლიკაციის შექმნა?
ფასი დამოკიდებულია ფუნქციების რაოდენობაზე, პლატფორმებზე (iOS, Android ან ორივე), ინტეგრაციებსა და დიზაინის სირთულეზე. პირველი ეტაპი ყოველთვის მოკლე პროდუქტის აღწერაა, რომლის შემდეგაც გიგზავნით ფიქსირებულ შეფასებას.
რამდენ ხანში მზადდება აპლიკაცია?
მარტივი აპლიკაცია (MVP) 2-3 თვეში, უფრო რთული პროდუქტი 4-6 თვეში. ვმუშაობთ ეტაპებად, რათა პირველი ვერსია რაც შეიძლება მალე გამოსცადოთ რეალურ მომხმარებლებზე.
iOS-ზეც და Android-ზეც ერთდროულად?
დიახ. უმეტეს შემთხვევაში ვიყენებთ კროსპლატფორმულ ტექნოლოგიას, რომლითაც ერთი კოდი ორივე პლატფორმაზე მუშაობს და განახლებაც უფრო იაფია.
ვინ ათავსებს აპლიკაციას მაღაზიებში და ვინ უვლის მას?
App Store-სა და Google Play-ში განთავსებას ჩვენ ვაკეთებთ თქვენი ანგარიშებით. გაშვების შემდეგ ვთავაზობთ მხარდაჭერის პაკეტს განახლებებისა და ახალი ფუნქციებისთვის.
მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?
გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.
ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ