Behance
Grapevine სერვისები
სერვისები

ყველაფერი, რაც თქვენს ბრენდს ქაოსის დალაგებასა და ზრდაში ეხმარება.

ჩვენ მხოლოდ ცალკეულ მომსახურებას არ გთავაზობთ, არამედ ვქმნით ერთიან სისტემას, სადაც თითოეული სერვისი თავის როლს ასრულებს თქვენი ბრენდის განსავითარებლად.

ვიდეო პროდაქშენი
ვიდეო პროდაქშენი

ვიდეო პროდაქშენი

სარეკლამო ვიდეოს გადაღება და პროდაქშენი აქცევს სტრატეგიასა და იდეას ხელშესახებ ვიზუალურ მასალად.

კრეატიული მიმართულებიდან საბოლოო შედეგამდე — ვქმნით ვიდეო, ფოტო და კამპანიის მასალებს, რომლებიც ბრენდის ერთიან ვიზუალურ ენას მისდევს. თითოეული კადრი ემსახურება უფრო დიდ სისტემას და არა ცალკე აქტივობას.

რას მოიცავს
  • ვიდეო პროდაქშენი
  • ფოტო პროდაქშენი
  • კამპანიის მასალები
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სარეკლამო ვიდეოს გადაღება?

ფასი დამოკიდებულია ქრონომეტრაჟზე, გადასაღები დღეების რაოდენობაზე, ლოკაციებზე, მსახიობებსა და პოსტპროდაქშენზე. მოკლე ბრიფის შემდეგ გიგზავნით ფიქსირებულ ხარჯთაღრიცხვას.

რამდენ ხანში მზადდება ვიდეო?

სტანდარტული სარეკლამო რგოლი იდეიდან საბოლოო ფაილამდე 3-5 კვირას იკავებს: სცენარი, მომზადება, გადაღება, მონტაჟი და ორი რაუნდი შესწორებები.

იღებთ კონტენტს სოციალური მედიისთვის?

დიახ. ერთი გადაღებიდან ვამზადებთ რამდენიმე ფორმატს: სრული რგოლი, ვერტიკალური ვერსიები Reels/TikTok-ისთვის, მოკლე ქავერები და ფოტომასალა.

ვის ეკუთვნის მასალა?

საბოლოო ვიდეო და ფოტოები თქვენია და გამოიყენებთ ყველა არხში შეუზღუდავად. ხელშეკრულებაში ვწერთ, რომელი მასალა გადმოგეცემათ, მათ შორის ნედლი კადრები, თუ ეს შეთანხმებულია.

მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.

ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ