Behance
Grapevine სერვისები
სერვისები

ყველაფერი, რაც თქვენს ბრენდს ქაოსის დალაგებასა და ზრდაში ეხმარება.

ჩვენ მხოლოდ ცალკეულ მომსახურებას არ გთავაზობთ, არამედ ვქმნით ერთიან სისტემას, სადაც თითოეული სერვისი თავის როლს ასრულებს თქვენი ბრენდის განსავითარებლად.

კამპანიები
კამპანიები

სარეკლამო კამპანიები

სწორად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია გხვდებათ მომხმარებელს ზუსტად იმ მომენტში, როცა თქვენს პროდუქტს ეძებს. რეკლამა Google-ში (Google Ads) ბიზნესებს საშუალებას აძლევს, პროდუქტები და სერვისები აჩვენონ პოტენციურ მომხმარებლებს.

რეკლამა Google Ads-ის მეშვეობით ჩნდება გუგლის საძიებო სისტემასა და მის პარტნიორ პლატფორმებზე (YouTube, Gmail და ა.შ.). მარკეტინგული სააგენტო Grapevine გთავაზობთ სრულყოფილ სარეკლამო მომსახურებას არა მხოლოდ Google-ზე, არამედ ყველა მნიშვნელოვან პლატფორმაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენი რეკლამა გუგლში ჩანდეს? მომხმარებელი თავად გეძებთ; ეფექტურია ლოკალური თარგეთინგი საძიებო სიტყვების მიხედვით; შედეგები უფრო სწრაფია SEO-სთან შედარებით; იზრდება ცნობადობა და გაყიდვები; შედეგები კი გაზომვადი და ხელშესახებია.

რას მოიცავს
  • დაგეგმვა
  • კრეატიული მიმართულება
  • არხების კოორდინაცია
  • შესრულება და ანალიზი
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა კამპანიასა და მუდმივ რეკლამას შორის?

კამპანიას აქვს კონკრეტული მიზანი, დასაწყისი და დასასრული: გაშვება, აქცია, სეზონი. ის ერთ იდეას რამდენიმე არხში ერთდროულად იყენებს. მუდმივი რეკლამა კი ყოველდღიურ მოთხოვნას ემსახურება.

რამდენ ხანში შეიძლება კამპანიის გაშვება?

სტანდარტულად 2-3 კვირა სჭირდება იდეიდან გაშვებამდე: ბრიფი, კონცეფცია, ვიზუალები და ტექსტები, ტექნიკური აწყობა. სასწრაფო კამპანიების შემთხვევაში ვადას ბრიფის დროს ვათანხმებთ.

რა შედის Google Ads კამპანიაში?

საკვანძო სიტყვების კვლევა, სარეკლამო ტექსტები, სადესანტო გვერდის რეკომენდაციები, კონვერსიების თრექინგი და ყოველთვიური ოპტიმიზაცია ფასსა და შედეგზე დაყრდნობით.

როგორ გავიგებ, იმუშავა თუ არა კამპანიამ?

მიზნებს წინასწარ ვწერთ ციფრებში (ლიდები, გაყიდვები, რეგისტრაციები, ნახვები) და კამპანიის ბოლოს გიგზავნით ანგარიშს, სადაც ჩანს, რა ღირდა თითოეული შედეგი.

მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.

ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ