
SEO ოპტიმიზაცია
SEO ოპტიმიზაცია ეხმარება ბრენდს, გამოჩნდეს Google-ში მაშინ, როცა მომხმარებელი მას აქტიურად ეძებს.
ვამუშავებთ თქვენი ვებსაიტის ტექნიკურ და კონტენტ მხარეს, რომ საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციები დაიკავოს. საკვანძო სიტყვების კვლევიდან ტექნიკურ ოპტიმიზაციამდე — ვქმნით სტრუქტურას, რომელიც გრძელვადიან ორგანულ ზრდას უზრუნველყოფს.
SEO ჩვენთვის ცალკე აქტივობა არ არის — ის ვებ დეველოპმენტთან და კონტენტ სტრატეგიასთან ერთ სისტემაში მუშაობს.
- საკვანძო სიტყვების კვლევა
- ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია
- On-page ოპტიმიზაცია
- კონტენტის სტრუქტურა
- ანალიტიკა და მონიტორინგი
რამდენ ხანში მუშაობს SEO?
პირველი ცვლილებები Google-ის შედეგებში, როგორც წესი, 2-3 თვეში ჩანს, სტაბილური ზრდა კი 4-6 თვის შემდეგ იწყება. ვადა დამოკიდებულია საიტის ტექნიკურ მდგომარეობაზე, კონკურენციაზე და იმაზე, რამდენად რეგულარულად ემატება კონტენტი.
რა ღირს SEO მომსახურება?
ფასი დამოკიდებულია საიტის ზომაზე, საკვანძო სიტყვების რაოდენობასა და კონკურენციაზე. მოკლე აუდიტის შემდეგ გიგზავნით ფიქსირებულ შეთავაზებას ყოველთვიური სამუშაოების ზუსტი ჩამონათვალით.
რა შედის SEO-ში?
საკვანძო სიტყვების კვლევა, ტექნიკური შემოწმება და გასწორება (სისწრაფე, ინდექსაცია, მობილური ვერსია), გვერდების სათაურებისა და ტექსტების ოპტიმიზაცია, ლოკალური SEO Google Maps-ისთვის და ყოველთვიური ანგარიში Search Console-ის მონაცემებით.
მუშაობთ ქართულენოვან საიტებზე?
დიახ. ქართულ ბაზარზე კონკურენცია მრავალ თემაზე ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ სწორად აწყობილი ქართულენოვანი გვერდები შედარებით სწრაფად იკავებენ მაღალ პოზიციებს. ვამოწმებთ ენის მონიშვნას, ქართულ საკვანძო სიტყვებს და ორენოვან სტრუქტურას.
გინდათ, ახლავე ნახოთ, სად დგას თქვენი საიტი? გაუშვით უფასო ავტომატური SEO შემოწმება — დაახლოებით 30 წამში.
უფასო SEO შემოწმება →მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?
გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.
ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ