
სტრატეგია
მარკეტინგული სტრატეგია არის ის ძაფი, რომელიც ბრენდის ყველა ქმედებას ერთ ლოგიკურ სისტემაში აკავშირებს.
სანამ შესრულებაზე გადავალთ, ვსაზღვრავთ მიმართულებას: სად არის ბრენდი დღეს, სად უნდა მივიდეს და რა ნაბიჯები აკავშირებს ამ ორ წერტილს. ვქმნით მკაფიო პოზიციონირებას, აუდიტორიის სეგმენტაციასა და საკომუნიკაციო ჩარჩოს, რომელზეც შემდგომი ყველა აქტივობა შენდება.
ჩვენთვის სტრატეგია ცალკე დოკუმენტი არ არის — ეს არის სისტემა, რომელიც კრეატივსა და შესრულებას ერთმანეთს უკავშირებს.
- მარკეტინგული სტრატეგია
- ბრენდისა და პროდუქტის პოზიციონირება
- აუდიტორიის სეგმენტაცია
- საკომუნიკაციო ჩარჩო
- არხების სტრატეგია
საიდან იწყება მარკეტინგული სტრატეგია?
აუდიტით: სად დგას ბრენდი დღეს, ვინ არის მომხმარებელი, რას აკეთებენ კონკურენტები და რომელი არხები მუშაობს რეალურად. მხოლოდ ამის შემდეგ ვწერთ პოზიციონირებას, მიზნებსა და არხების გეგმას.
რამდენ ხანს გრძელდება სტრატეგიის შემუშავება?
როგორც წესი, 3-5 კვირა: კვლევა და ინტერვიუები, სამუშაო სესია გუნდთან, დოკუმენტის მომზადება და პრეზენტაცია.
რას ვიღებ შედეგად?
დოკუმენტს, რომელიც პასუხობს ოთხ კითხვას: ვის ვესაუბრებით, რას ვეუბნებით, სად და როგორ ვზომავთ. მას მოჰყვება 6-12 თვის სამოქმედო გეგმა, რომლითაც შეგიძლიათ იმუშაოთ ჩვენთან ან დამოუკიდებლად.
სჭირდება სტრატეგია მცირე ბიზნესს?
განსაკუთრებით მცირე ბიზნესს, რადგან მას შეცდომის ნაკლები რესურსი აქვს. მცირე ბიზნესისთვის სტრატეგია უფრო მოკლე და კონკრეტულია, მაგრამ იგივე კითხვებს პასუხობს.
მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?
გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.
ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ