
PR სერვისები
PR სააგენტო თქვენი კომპანიის რეპუტაციის, სანდოობისა და იმიჯის მართვის სტრატეგიულ პროცესს უძღვება.
მარკეტინგული სააგენტო Grapevine გთავაზობთ სრულყოფილ ონლაინ PR მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ მყარი და დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში თქვენს აუდიტორიასთან და პარტნიორებთან. ჩვენი ციფრული PR სერვისი მიზნად ისახავს, რომ თქვენი ბიზნესი გახდეს არა მხოლოდ ცნობილი, არამედ სანდო და ღირებული ბრენდი, რომლის ხმაც ისმის და რომელსაც ენდობიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული PR? მომხმარებელი გენდობა დადებითი საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე; იზრდება თქვენი ავტორიტეტი; ეფექტურად იმართება კომუნიკაცია კრიზისის დროს; მიიღწევა ორგანული ზრდა და SEO პოზიციების გაუმჯობესება; და საბოლოოდ იზრდება ცნობადობა და გაყიდვები.
- PR სტრატეგია
- მედიასთან ურთიერთობა
- საკომუნიკაციო გეგმა
- რეპუტაციის მართვა
რას აკეთებს PR სააგენტო მცირე ბიზნესისთვის?
ეხმარება, რომ თქვენზე სხვები ისაუბრონ: მედიაში გამოჩენა, ექსპერტული სტატიები, პარტნიორობები, ონლაინ რეპუტაციის მართვა და კრიზისის დროს სწორი კომუნიკაცია. მცირე ბიზნესისთვის PR ხშირად რეკლამაზე იაფია.
რით განსხვავდება PR რეკლამისგან?
რეკლამას ყიდულობთ, PR-ს იმსახურებთ. PR-ით მიღებული სტატია ან მოხსენიება უფრო სანდოა, მაგრამ მასზე სრული კონტროლი არ გაქვთ. ორივე ერთად საუკეთესოდ მუშაობს.
რამდენ ხანში ჩანს შედეგი?
პირველი პუბლიკაციები 4-6 კვირაში ჩნდება, სტაბილური ყოფნა მედიაში კი 3-6 თვის სისტემურ მუშაობას მოითხოვს.
როგორ ზომავთ PR-ს?
პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი, მოხსენიების ტონი, მიღწეული აუდიტორია, ბრენდული ძიებების ზრდა Google-ში და ბმულები თქვენს საიტზე.
მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?
გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.
ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ