Behance
Grapevine სერვისები
სერვისები

ყველაფერი, რაც თქვენს ბრენდს ქაოსის დალაგებასა და ზრდაში ეხმარება.

ჩვენ მხოლოდ ცალკეულ მომსახურებას არ გთავაზობთ, არამედ ვქმნით ერთიან სისტემას, სადაც თითოეული სერვისი თავის როლს ასრულებს თქვენი ბრენდის განსავითარებლად.

ციფრული
ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი

ფეისბუქ რეკლამა, Google Ads და TikTok კამპანიები საშუალებას გაძლევთ, მიაღწიოთ ზუსტად იმ ადამიანებამდე, ვინც თქვენი პროდუქტით არის დაინტერესებული — იქ, სადაც ისინი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ.

იმისათვის, რომ თქვენი ბრენდი მხოლოდ ერთ მარკეტინგულ არხში არ იყოს წარმოდგენილი, გრეიფვაინი გთავაზობთ ციფრული რეკლამირების მომსახურებას სხვადასხვა პლატფორმაზე: Facebook/Instagram რეკლამა, TikTok Ads, LinkedIn რეკლამა და Google Ads.

რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული მარკეტინგი? მომხმარებელი თავად გეძებთ; შესაძლებელია რეკლამის ზუსტი დამიზნება დემოგრაფიის, ინტერესებისა და ქცევის მიხედვით; იზრდება ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები; მიიღწევა სწრაფი შედეგები ორგანული ზრდისგან განსხვავებით; და ყველა შედეგი გაზომვადი და ხელშესახებია.

რას მოიცავს
  • Meta, Google, TikTok, YouTube
  • აუდიტორიის სტრუქტურირება
  • კრეატივების ტესტირება
  • ბიუჯეტის ოპტიმიზაცია
  • ანალიტიკა
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი ბიუჯეტი სჭირდება ფეისბუქ რეკლამას?

დამოკიდებულია მიზანსა და აუდიტორიის ზომაზე. ვიწყებთ სატესტო ბიუჯეტით, 2-3 კვირაში ვაფასებთ შედეგს და მხოლოდ მომუშავე კამპანიებს ვზრდით. სააგენტოს მომსახურების ფასი სარეკლამო ბიუჯეტისგან განცალკევებულია.

რომელ არხებში უშვებთ რეკლამას?

Facebook და Instagram, Google Ads (ძიება, YouTube, Display), TikTok და LinkedIn. არხებს ვირჩევთ იმის მიხედვით, სად არის თქვენი მომხმარებელი და რა უჯდება ერთი ლიდი თითოეულში.

როგორ ზომავთ შედეგს?

ვაყენებთ ანალიტიკასა და კონვერსიების თრექინგს და ყოველთვიურად გიგზავნით ანგარიშს: დახარჯული თანხა, ლიდების რაოდენობა და ღირებულება, გაყიდვები, სადაც ეს იზომება.

თქვენ ამზადებთ რეკლამის ვიზუალსაც?

დიახ. კამპანიის ტექსტები, სტატიკური ვიზუალები და მოკლე ვიდეოები ერთი გუნდის ხელიდან გამოდის, რათა რეკლამა და ბრენდი ერთნაირად გამოიყურებოდეს.

მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.

ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ