
ვებ დეველოპმენტი
წარმატებული ბრენდის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია ციფრული სამყაროს ათვისების გარეშე — ვებსაიტის დამზადება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე.
„გრეიფვაინის“ ვებ დეველოპმენტის სერვისი დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს ბრენდზე ზუსტად მორგებული ვებსაიტი და მყარად დაიმკვიდროთ თავი სწრაფად ცვალებად კონკურენტულ გარემოში. თქვენი ჩართულობა მხოლოდ მოთხოვნებისა და ზოგადი ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლება — დანარჩენს უზრუნველყოფს ვებ-დეველოპერი, ექაუნთ მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი და UI/UX დიზაინერი.
ვებსაიტის შექმნის ფასი დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, ფოტო-ვიდეო მასალის მოცულობაზე, ფუნქციონალზე, ვებსაიტის ტიპსა (ონლაინ მაღაზია, სავიზიტო საიტი და ა.შ.) და დამატებით მოთხოვნებზე.
ჩვენ ვამზადებთ ვებსაიტებს WordPress-ზე: დაბალი საწყისი ხარჯი ხარისხზე უარის თქმის გარეშე, სისწრაფე და მოქნილობა, მართვის სიმარტივე კოდის ცოდნის გარეშე და SEO-მეგობრული სტრუქტურა.
- UX/UI დიზაინი
- დეველოპმენტი
- ოპტიმიზაცია
- ტექნიკური მხარდაჭერა
რა ღირს საიტის დამზადება?
ფასი დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, დიზაინზე (შაბლონი თუ ინდივიდუალური), ენებზე, ონლაინ მაღაზიის ფუნქციებსა და ინტეგრაციებზე. მოკლე ბრიფის შემდეგ გიგზავნით ფიქსირებულ შეთავაზებას ეტაპებად.
რამდენ ხანში მზადდება ვებსაიტი?
საპრეზენტაციო საიტი 3-5 კვირაში, ონლაინ მაღაზია ან რთული პორტალი 6-10 კვირაში. ვადაში ყველაზე მეტად კონტენტის (ტექსტი, ფოტო) დროულად მოწოდება მოქმედებს.
შევძლებ საიტის დამოუკიდებლად მართვას?
დიახ. საიტს ვაწყობთ ისე, რომ ტექსტის, ფოტოებისა და პროდუქტების განახლება თქვენს გუნდს პროგრამისტის გარეშე შეეძლოს. გადაბარებისას ვატარებთ მოკლე სწავლებას.
არის საიტი SEO-სთვის მზად?
დიახ. ყველა საიტი იწყება სწორი სტრუქტურით, სისწრაფით, მობილური ვერსიით, ენების მონიშვნით და ტექნიკური SEO-ს საბაზისო პარამეტრებით, რათა გაშვებისთანავე Google-მა სწორად წაიკითხოს.
მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?
გვითხარით, რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კვანძი, ჩვენ კი დავსახავთ გეგმას მის გასახსნელად.
ᲛᲝᲓᲘ, ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲝᲗ ᲥᲐᲝᲡᲖᲔ